Jan 14, 2013


თუკი არ ხართ ფსიქოლოგი, მაგრამ გაინტერესებთ მარტივი ფსიქოლოგია, გინდათ უკედ გაიცნოთ საკუთარი თავი და ადამიანები თქვენს გარშემო, ეს ნაშრომი  ნამდვილად დაგეხმარებათ.

სანამ უშუალოდ პროექტის შინაარსის აღწერაზე გადავიდოდე, ვფიქრობ საჭიროა აღვნიშნო, რატომ ავირჩიე ეს თემა და, საერთოდ, რამდენად მოთხოვნადი და პოპულარულია მსგავსი თემები. ჩემს მიერ ჩატარებულმა მცირემასშტაბიანმა კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხული ასი ადამიანიდან 64 საკმაოდ ხშირად ინტერესდება ფსიქოლოგიური ტესტებით და კვლევებით, 24 _ იშვიათად, 32 კი არასოდეს. მიუხედავად იმისა, რომ შედეგები არცთუ სახარბიელოა, მიმაჩნია, რომ დარჩენილი 64%–სთვისაც ღირდა პროექტის განხორციელება.

მასში მარტივად, გასაგები ენით არის განმარტებული ფსიქოლოგიის სახეები, მეტნაკლებად ვეხებით ცნობილ ფსიქოლოგებს დიმიტრი უზნაძეს და ზიგმუნდ ფროიდს, ასევე მოყვანილია ფსიქოლოგიური კვლევები და თეორიები, ერთერთი მათგანი პიროვნების ხასიათის შეცნობაში დაგეხმარებათ, მეორე კი მეტნაკლებად გიპასუხებთ კითხვაზე ,, რატომ ჰქვია რამეს ,,რამე". ასევე ხასიათის ამოცნობას ემსახურება არაერთი ფსიქოლოგიური ტესტი.შეგნებულად მოვერიდე რთული და მასშტაბური ტესტების შემოთავაზებას, თუმცა,მიმაჩნია, რომ წარმოდგენილი ტესტების დონე საკმაოდ მაღალია.

შესავლისთვის, ვფიქრობ, საკმარისია, უფრო დაწვრილებითი აღწერა შეგიძლიათ იხილოთ პრეზენტაციაში, ან პირდაპირ ბლოგს გაეცნოთ. იმედია ისიამოვნებთ.