დიმიტრი უზნაძე

დიმიტრი ნიკოლოზის ძე უზნაძე (დ. 2 დეკემბერი, 1886, სოფელი ქვედა საქარა, ამჟამად ზესტაფონის მუნიციპალიტეტი — გ. 9 ოქტომბერი, 1950, თბილისი), ქართველი ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ერთ-ერთი დამფუძნებელი (1918), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი შემადგენლობის აკადემიკოსი (1941), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1946), ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1935), პროფესორი (1918).
უზნაძის სამეცნიერო შრომები (რომლებიც გამოქვეყნებულია როგორც ქართულ,
ისე გერმანულ,
ინგლისურ, ფრანგულ,
რუსულ ენებზე)
ეძღვნება ფსიქოლოგიის, ფილოსოფიისა და
პედაგოგიკის საკვანძო
საკითხებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი
თაოსნობით შექმნილი
"განწყობის თეორია",
რომელიც სამართლიანად ითვლება თანამედროვე ფსიქოლოგიის ერთ-ერთ უმთავრეს მონაპოვრად. საკმარისია აღინიშნოს,
რომ მეცნიერის
გარდაცვალების შემდეგ
ნიუ-იორკში
ინგლისურ ენაზე
გამოიცა მისი
ფუძემდებლური მონოგრაფია "განწყობის ფსიქოლოგია" (D.N. Uznadze, "The Psychology of Set", New York,
1966). ამ მიმართულებით ინტენსიურ კვლევა-ძიებას საფუძველი
ჩაეყარა 1923 წელს,
როდესაც თსუ-ის პერიოდულ სამეცნიერო გამოცემაში "ჩვენი მეცნიერება" (N 1) გამოქვეყნდა დ.
უზნაძის სტატია.
ჯერ კიდევ
1939 წელს სკანდინავიაში გამომავალ ავტორიტეტულ საერთაშორისო ჟურნალში
"Acta Psychologica" გამოქვეყნდა განწყობის
ფსიქოლოგიისადმი მიძღვნილი
მისი ვრცელი
ნაშრომი. სწორედ
ამ დროიდან
ქართველი მეცნიერის
სამეცნიერო მოღვაწეობა მოექცა მსოფლიოს
ფსიქოლოგთა ყურადღების ცენტრში. ამდენად, დღეს
დიმიტრი უზნაძე
სამართლიანად ითვლება
განწყობის ფსიქოლოგიის მამამთავრად. გარდა ამისა,
უზნაძე ითვლება
ექსპერიმენტული პედაგოგიკისა და პედაგოგიკის ფსიქოლოგიის ფუძემდებლად საქართველოში. ჯერ კიდევ 1912 წელს მან გამოსცა
"ექსპერიმენტული პედაგოგიკის შესავალი", რითაც სათავე
დაუდო ჩვენში
ამ მიმართულებას.
აღსანიშნავია, რომ დიმიტრი უზნაძე აქტიურად მონაწილეობდა 1910-იანი წლების
საქართველოს
საზოგადოებრივ-პოლიტიკურ
ცხოვრებაში.
იგი
იყო
საქართველოს
სოციალ-ფერედალისტთა
პარტიის
თვალსაჩინო
მოღვაწე,
1917-1919 წლებში
კი
საქართველოს
ეროვნული
საბჭოს
წევრი.
1918 წლის
26 მაისს,
ეროვნული
საბჭოს
საგანგებო
სხდომაზე,
მან
ხელი
მოაწერა
"საქართველოს
სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობის
აღდგენის
აქტს".
დიმიტრი უზნაძე გარდაიცვალა 1950 წელს, 63 წლის ასაკში. დაკრძალულია თსუ-ის ბაღში. იგი სიცოცხლეშივე იქცა მეცნიერების
კლასიკოსად.
ფროიდი ზიგმუნდ

თავდაპირველად განავითარა ფსიქოანალიზი როგორც ისტერიის სხვადასხვა ფორმების ფსიქოთერაპიული მკურნალობის მეთოდი, შემდეგ კი გარდაქმნა სწავლებად არაცნობიერის მოქმედებისა და კანონების შესახებ. ძირითადი ნაშრომებია:
„Studien über Histerie“, 1895,
„Die Tra»mde»tung“, 1900; „Totem und Tab,“ 1912; (სიზმრების ახსნა);
„Zur Psichopathilogie des Altagslebens,“ 1926; (ცხოვრების ფსიქოპათოლოგია);
„Vorlesungen zur Einfuhrung in die Psuchoanalise,“ 1910; (ფსიქოანალიზი);
„Das ich und der Abwehrmechanismus,“ 1935;
„Gesammelte Schriften,“ 1929.
იმის მსგავსად, როგორც მეტაფიზიკა იკვლევს ყოფნას გამოცდილების მიღმა, ფსიქოანალიზმა შეიმუშავა მეტაფსიქოლოგია, ანუ არაცნობიერად მიმდინარე ფსიქიკური ფენომენების განმარტების მცდელობა. ფროიდმა სამი კუთხიდან გააანალიზა ადამიანის ფსიქიკური აპარატი, ანუ ტვინის შინაგანი მოწყობა: ესენია ეკონომიკური, დინამიური და ტოპოლოგიური კუთხეები.

No comments:
Post a Comment