ფსიქოლოგიის სახეები

ფსიქოლოგია მარტივად სამ სახედ იყოფა: საბავშვო, პრაქტიკული და გამოყენებითი.

საქართველოში ბავშვის ფსიქოლოგიის ფუძემდებელია დიმიტრი უზნაძე.საბავშვო ფსიქოლოგია მოიცავს ფსიქოლოგიას, რომელიც არ ეხება სრულ ასაკს, თუმცა მისი კვლევის მეთოდები ხშირად ზრდასრულების გამოკვლევასაც მოითხოვს. ბავშვობის ასაკობრივი საფეხური თავის მხრივ დაყოფილია სხვადასხვა პერიოდად. სკოლისწინარე ასაკი (ადრეული ბავშვობა) იცვლება სასკოლო ასაკის პერიოდით, რომელსაც საშუალო და მოწიფულ ბავშვობასაც უწოდებენ. მასში შედის გარდატეხის ასაკი და მისი ბავშვობაში გამოვლინება. ეს თემა დღესდღეობით ძალიან            მნიშვნელოვანია.

პრაქტიკული ფსიქოლოგია მოიცავს სოციალური, ზოგადი და ასაკობრივი ფსიქოლოგიის აქტუალურ და საინტერესო საკითხებს. განიხილავს პიროვნების ინდივიდუალურ–ფსიქოლოგიურ თავისებურებებს. ,,მეს" როგორც ცენტრალურ, ფსიქიკურ და სოციოკულტურულ სტრუქტურას, კონფლიქტურ, ემოციურ მდგომარეობებს და ა. შ. ადამიანები ხშირად მიმართავენ ფსიქოლოგებს პირადი ცხოვრების მოწესრიგების მიზნით, სწორედ ამისთვის არსებობს პრაქტიკული ფსიქოლოგია.


გამოყენებითი ფსიქოლოგია უშუალოდ პრაქტიკაში, ყოფა–ცხოვრებაში გამოიყენება და ძირითადი ფუნქცია გარკვეული სარგებლის მოტანაა არა ,,პაციენტისთვის", არამედ მისთვის, ვინც ფსიქოლოგიის ამ სახეს იყენებს. გამოყენებით ფსიქოლოგიაში შედის, მაგალითად, რეკლამის ფსიქოლოგია. მას ასევე ხშირად მიმართავს მასმედია და მმართველი ორგანოები.



ფსიქოლოგიის კიდევ არაერთი სახე არსებობს, თუმცა მათი ჩამოთვლა და განმარტება ნამდვილად გასცდებოდა ,,სამოყვარულო ფსიქოლოგიის" საზღვრებს...


No comments:

Post a Comment