ფსიქოლოგიური ტესტები


ფსიქოლოგიური ტესტები საუკეთესოა არა მხოლოდ ინფორმაციის მისაღბად, არამედ გასართობად. ამ გვერდის დახმარებით აღმოაჩენთ თქვენი და გარშემომყოფების ხასიათის თავისებურებებს და გაიფართოებთ შესაძლებლობის არეალს.
 დავიწყოთ ცოტა ვრცელი და, ჩემი აზრით, საკმაოდ საინტერესო ტესტით:

  ტესტი N1

ალბათ ხშირად გქონიათ შემთხვევა, როცა უსაქმოდ ჯდომისას, ან პირიქით აზროვნებისა და ფიქრის დროს, ფურცელზე კალმით ერთი შეხედვით უაზრო, არაფრისმთქმელი ნახატები გამოგიყვანიათ. სწორედ ამ ნაჯღაბნებს შეუძლიათ გაამჟღავნონ თქვენი გრძნობები, აზრები. იმისათვის, რომ დარწმუნდეთ ამაში, საჭიროა უპასუხოთ მხოლოდ ერთ შეკითხვას:
 რას ხატავთ ყველაზე ხშირად?

სპირალები და ხვეულები-სპირალის ხატვა ნიშნავს იმას, რომ თქვენი აზრები ერთი და იმავე პრობელმის გარშემო ტრიალებს (არ არქვს მნიშვნელობა პირადი თუ პროფესიული), რომლისგადაჭრასაც ვერაფრით ახერხებთ.

გისოსები და ქსელები-თუ შტრიხები და ხაზები ფურცელზე დიდი ზეწოლით არის დატანილი, ეს ნიშნავს, რომ თავს კუთხეში მომწყვდეულად  გრძნობთ. თითოეული ძლიერი, ენერგიული ხაზი  ეს არის შეტევა, რომლის განხორციელებასაც საუბრის დროს ვერ ბედავთ.

სახლები და გემები-სიმეტრიული ფიგურები წესრიგის და დაგეგმვის მიმართ  სიყვარულის დემონსტრირებას ახდენს. აი რაზე მეტყველებს ასეთი ნახატი: “ძნელია ჩემი დაბნევა, მე ზუსტად ვიცი რა მინდა, მე ვაპირებ მყარად დავიცვა საკუთარი აზრი.”

ყვავილრბი, მზე, ღრუბლები-ხალისიანი ყვავილები და მზე  მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ კმაყოფილი ხართ საუბრის მიმდინარეობით. ის ოპტიმისტურ განწყობას ასახვს.

ფუტკრის ფიჭა - ასეთი ნახატი გამოხატავს სწრაფვას სიმშვიდისკენ, ჰარმონიისკენ და დალაგებული ცხოვრებისკენ. ასევე შეიძლება აღნიშნავდეს ოჯახის შექმნის სურვილს.

წრეები და ბეჭდები-წრეები დაკავშირებული ერთმანეთტან ან ჩახატული ერთმანეთში მეტყველებს თანამონაწილეობისკენ და შემოერთებისკენ სწრაფვაზე. შეიძლება თქვენ უბრალოდ ყურადღება გაკლიათ.

ხეები - თუ ხე თხელია და გაშიშვლებული  დაბნეულობას და დათრგუნულობას ნიშნავს, ხოლო სქელი დატოტვილი ხე ენერგიულობაზე და სიცოცხლის ხალისის ქონაზე მეტყველებს.

ჭადრაკის დაფა - როგორც ჩანს, უსიამოვნო სიტუაციაში, ან გასაჭირში ხართ. თუ ასეთი გამოსახულებები ხშირად ჩნდება, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ფარული კომპლექსები გაწუხებთ.

პირადი ხელმოწერები-ხელმოწერები მეტყველებენ ეგოისტურობასა და განდიდებაზე. დიდი რაოდენობით ხელმოწერები ფურცელზე ნიშნავს იმას, რომ თქვენ უკვე ზედმეტად ხართ ჩაციკლული საკუთარ პერსონაზე.

ჯვრები - ჯვრები გამოხატავენ დანაშაულის გრძნობას, რაც სავარაუდოდ საუბრის მომენტში გაჩნდა. რაღაცა გაწუხებთ: ან თქვენ თვითონ არ ასვენებთ თქვენს თავს, ან მოსაუბრე გამტყუნებთ და ბრალს გდებთ რაღაცაში.

ტესტი N2

თქვენი ხასიათის თვისებები ნებისმიერ წვრილმანში ვლინდება. ეს შეიძლება გამოჩნდეს გეომეტრიული ფიგურეს შერჩევისასაც. ერთი შეხედვით არაფრისმთქმელი ფიგურები ბევრ საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით პიროვნული თვისებების შესახებ.

აირჩიეთ ერთ-ერთი გეომეტრიული ფიგურა, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ:










კვადრატი  შრომისმოყვარეობა, სიბეჯითე, დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანის მოთხოვნილება, სიჯიუტე, რომელიც ხელს უწყობს საქმის დასრულებას- ეს ის თვისებებია, რომელიც კვადრატებს ახასიათებს. ამტანობამ, მოთმინებამ და მეთოდურობამ შესაძლოა კვადრატი თავის საქმიანობაში ნამდვილ პროფესიონალად აქციოს. K”კვადრატს უყვარს ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი წესები  ყველაფერი თავის ადგილზე უნდა იდოს და თავის დროს ხდებოდეს. “კვადრატი  იდეალი წინასწარდაგეგმილი და გათვლილი ცხოვრებაა. Mას არ უყვარს სურპრიზები და ჩვეულ ყოველდღიურობაში ცვლილებების შეტანა.

მართკუთხედი _ ეს ფიგურა დროებითი ფორმაა, რომელსაც, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე სხვა ფიგურები ატარებენ. Eსენი არიან ადამიანები, რომლებიც უკმაყოფილო არიან არსებული ვითარებით და უკეთეს მდგომარეობას ეძებენ. Aმიტომ მართკუთხედის წამყვანი თვისებებია ცნობისმოყვარეობა, ცოცხალი ინტერესი ირგვლივ მიმდინარე მოვლენებისადმი და გამბედაობა. ისინი მუდამ მზად არიან ახალი იდეების, ღირებულებების, აზროვნებისა და ცხოვრების სტილის მისაღებად.

სამკუთხედი _ ეს ფიგურა ლიდერობის სიმბოლოა. მისთვის დამახასიათებელია მთავარი მიზნის მიღწევაზე კონცენტრირება. “სამკუთხედები ენერგიული, თავშეკავებული, ძლიერი პიროვნებები არიან, რომლებიც კონკრეტულ მიზანს ისახავენ და , როგორც წესი, აღწევენ კიდეც. ისინი პატივმოყვარე და პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანები არიან, შეუძლიათ ზემდგომ ხელმძღვანელ პირებს საკუთარი საქმიანობისა და დანარჩენი დაქვემდებარებული პირების მნიშვნელობა დაანახონ. მათ მუდმივად სურთ, ყველაფერში მართალი იყვნენ და სიტუაციას აკონტროლებდნენ. შწორედ ეს თვისებები აყალიბებს სამკუთხედს მუდმივად მებრძოლ და კონკურენტუნარიან პიროვნებად.

წრე _ სხვა ფიგურებს შორის ყველაზე კეთილგანწყობილი ფიგურაა. I მგძნობიარე, ემპათიური ადამიანია, ანუ მისთვის დამახასიათებელია თანაგანცდა, თანაგრძნობა, სხვის პრობლემებზე ემოციური რეაგირება. Iგი სხვის სიხარულსა და ტკივილს ისე განიცდის, როგორც საკუთარს. Mხოლოდ მაშინაა ბედნიერი, როცა ირგვლივმყოფები გრძნობენ თავს კარგად. Aამიტომ როცა  “წრეებს  ვინმესთან კონფლიქტი აქვთ, სწორედ ისინი თმობენ პირველები; ისინი განსხვავებული შეხედულებების მქონე ხალხთანაც კი ცდილობენ რაღაც საერთო გამონახონ.

ტეხილი _ ეს რის ფიგურა, რომელიც შემოქმედებითობის სიმბოლოა. “ტეხილებს უყვართ განსხვავებული, ერთი შეხედვით შეუსაბამო იდეების კომბინაცია, რომლის საფუძველზეც სრულიად ახალი და ორიგინალური იქმნება. მათ არასდროს აკმაყოფილებთ მეთოდები, რომლითაც სხვადასხვა საგნები კეთდება. “ტეხილი ყველაზე უფრო გაღიზიანებადი და ადვილად აღგზნებადი პიროვნრბაა სხვა ფიგურებს შორის. ღოდესაც ახალი და საინტერესო იდეები მოსდის, უნდა რომ მთელმა ქვეყანამ იცოდეს. Iსინი მუდმივ პროპსგანდას უწევენ თავის აზრებს და სხვებსაც იბირებენ.

ტესტი N3

ფსიქოლოგიური ტესტი,რომელიც  სურათების მიხედვით გამოიცნობს  თქვენს ხასიათს. გთხოვთ ამ სურათებიდან ამოირჩიოთ ერთი,რომელიც თქვენი აზრით ყველაზე მეტად შეგესაბამებათ თქვენ.

1.2.3.


4.5.6.


7.8.9.


შედეგები:
 1. უზრუნველი, მხიარული, მხნე. შენ გიყვარს თავისუფალი,სპონტანური ცხოვრება. შენ ცდილობ,რომ ბოლომდე მიიღო ცხოვრებისგან სიამოვნება. შენი დევიზია ადამიანი მხოლოდ ერთხელ ცოცხლობს.ხარ დაინტერესებული ყველაფერი ახლით,ადვილად ეგუები მას. შენი ცხოვრება ცვალებადია და ყოველთვის მზად ხარ სიურპრიზებისთვის.

  2. დამოუკიდებელი თავისუფალი შენ ითხოვ თავისუფალ ცხოვრებას საკუთარი თავისთვის,რაც განსაზღვრავს შენი ცხოვრების კურსს. ძალიან ხარ გატაცებული შენი სამსახურით.დილობ ყველაფერი ზედმიწევნით კარგად შეასრულო, მაგრამ  შენს სწრაფვას თავისუფლებისაკენ ხანდახან სრულიად საპირისპირო შედეგამდე. ინდივიდუალისტი ხარ. არავის მიბაძავ ბრმად, პირიქით ცდილობ იცხოვრო საკუთარირცმენის შესაბამისად.

   3. თვითდაკვირვებული, მგრძნობიარე შენ ძალიან ხარ დამოკიდებული გარემოზე სადაც შენ ცხოვრობ. ვერ იტან ზერელე დამოკიდებულებას საქმის  მიმართ. შენი ურთიერთობა მეგობრებთან ძალიან მტკიცეა,რაც სულიერ სიმშვიდეს განიჭებს. ძალიან იშვიათად ხარ მოწყენილი.

   4. მიწაზე მყარად მდგომი გაწონასწორებული ჰარმონიულ შენ გაქვს შენი საკუთარი სტილი,რომელიც შეუცვლელია. ხალხი მოხიბლულია თქვენიტ,რადგან შეიძლება თქვენი ნდობა. შენთან ახლომყოპ ადამიანებს სიმშვიდეს ანიჭებ. ყველა გიცნობს როგორც თბილ და ჰუმანურ ადამიანს, არ მოგწონს არაფერი ბანალური. სკეპტიკურად ხარ განწყობილი მოდის მიმართ.შენთვის აუცილებელია ჩასაცმელი იყოს პრაქტიკული და მოკრძალებულად ელეგანტური.

   5. პროფესიონალი პრაგმატული, საკუთარ თავში დარწმუნებული არ ენდობი ბედს და მეტად გწამს საკუთარი თავის. ყველა პრობლემას პრაკტიკულად და პრაგმატულად წყვეტ. რეალურად უყურებ შენს ცხოვრებას. შენთვის უცხოა მერყეობა. სამსახურში დიდი პასუხოსმგებლობა გაკისრია,რადგან ყველამ იცის,რომშენი ნდობა შეიძლება. არასოდეს ხარ საკუთარი მუშაობით კმაყოფილი სანამ ბოლომდე არ აასრულებ ჩანაფიქრს.

    6. მშვიდი, წინდახედული, არააგრესიული შენ ხარ ნელი და ფრთხილი. ძნელად იძენ მეგობრებს. გირჩევნია საკუთარი მარტოობითა და დამოუკიდებლობით ტკბობა. გიყვარს განცალკევება და ცხოვრების აზრზე ჩაფიქრება. შენ გესაჭიროება სივრცე, ამსთვის ეძებ ლამაზ თავშესაფარს, თუმცა შენ მაინც არ ხარ მარტოსული. შენ სამყაროსთან ჰარმონიაში ხარ და აფასებ იმას, რასაც სამყარო გთავაზობს.…

  7. ანალიტიური,საიმედო,საკუთარ თავში დარწმუნებული კულტურა განსაკუთრებულ როლს თამაშობს შენს ცხოვრებაში. ნაპოვნი გაქვს შენი ინდივიდუალური სტილი,რომელიც ძალიან ელეგანტური და ექსკლუზიურია. გაგაჩნია  განსაზღვრული დონე კულტურისა,რასაც იყენებ ხალხთან ურთიერთობისას.

   8. რომანტიკული,მეოცნებე,ემოციური ძალიან მგრძნობიარე ადამიანი ხარ.არ გინდა მოვლენების აღქმა ისე,როგორც აღიქვამს ყველა დანარჩენი. ყველაზე მნიშვნელოვანი შენი გრძნობებია. პიქრობ,რომ აუცილებელია ადამიანს ოცნება გააჩნდეს. არ გიყვარს ადამიანები,რომლებიც  რომანტიზმს უარყოფენ.

  9. დინამიური, აქტიური,ექსტროვერტი ადვილად შეგიძლია გარისკვა გიყვარს მრავალფეროვანი საქმის კეთება. შენთვის უცხოა  ყოველდღიური  რუტინა. ყველაზე მეტად  რაიმე მოვლენაში აქტიური  როლის  თამაში გსიამოვნებს. მოგწონს როდესაც შენს დამსახურებებს ხმამაღლა აღნიშნავენ.



No comments:

Post a Comment