თეორიები





                                                 რატომ ჰქვია რამეს ,,რამე“?

დღეისათვის საკმაოდ აქტუალურია სახელდების პრობლემა. ამ საკითხის გადაწყვეტაში შეინიშნება ორი ძირითადი მიმართულება, რომლებიც ანტიკურ პერიოდში ასე ჩამოყალიბდა:
 
  სახელსა და მნიშვნელობას შორის კავშირი არსებითია; საგანი განსაზღვრავს თუ რა სახელი დაერქმევა მას. ხოლო რაში მდგომარეობს ეს კავშირი, ეს სხვადასხვა თეორიის მიერ სხვადასხვაგვარად არის გაგებული.
 
  სახელსა და მნიშვნელობას შორის კავშირი ნებისმიერია, პირობითია. სახელი საგანს ეწოდა შეთანხმება–დაკანონების გზით.

საკითხი პირველნაირად წყდება ხმაბაძვის და შორისდებულების კატეგორიებში, ამ თეორიაზე საუბრობს პლატონიც დიალოგ ,,კრატილში“, თუმცა საბოლოოდ ის საკითხის არც ერთ გადაწყვეტას არ ემხრობა.

ზოგადად კი ბერძნულ თეორიებში სახელდების საკითხის პირველნაირი გადაწყვეტა მოცემულია ე. წ. ხმაბაძვისა და შორისდებულის თეორიებში. ამ მოსაზრებებს გარკვეულწილად, თანამედროვე ფსიქოლოგიაც იზიარებს, თუმცა, მაინც პრიმიტიულ და გულუბრყვილო თეორიებად მიიჩნევა, და ამიტომ აღარ ჩავუღრმავდები.

მაგალოთისთვის კი რამდენიმე ქართულ სიტყვას დავასახელებ, რომლეთა ბგერითი შედგენილობა აშკარად აღნიშნავს შინაარსს: ჭრიჭინი, გუგული, ყიყინი, შრიალი, შიშინი, კაკანი და სხვა.

რაც შეეხება ისეთ სტყვებს, რომელთა სახელდებაშიც სმენა და მხედველობა ნაკლებად მონაწილეობს, ცნობიერება ასრულებს გადამწყვეტ როლს.

ცდებმა აჩვენა, რომ ცდისპირები სპონტანურად სახელდების ეტაპზე სახელის შემნის მრავალნაირ გზას მიმართავდნენ, მაგრამ ყველა შემთხვევაში ბგერათა კომპლექსი სახელმდებლის ცნობიერებაში უეცრად აღმოცენდება, მაშინაც კი, როცა ახალი სახელი სხვა რომელიმე სიტყვის საფუძველზეა წარმოებული.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ბგერათა კომპლესის ფორმირებაც ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება, ქვეცნობიერის დონეზე. სამწუხაროდ ვერც ამ თემაზე ვისაუბრებთ უფრო დაწვრილებით, პირველ რიგში იმიტომ, რომ თავად ცნობიერების განმარტებისას ყველაზე ხშირად ვკითხულობთ, რომ იგი ,,სიტყვებისგან განსხვავებული რამაა“, და შესაბამისად სიტყვებით არ აიხსნება.

უცნაურია, მაგრამ ასევე დამტკიცდა, რომ სახელდებაში ასოციაციაციებიც არაა მნიშვნელოვანი, რადგან ასეთი მეთოდით მიღებული სახელები უმეტესად თავად ცდის პირებსაც( სახელმდებლები) არ აკმაყოფილებთ. მათ უფრო გაუაზრებელი, ქვეცნობიერის მიერ მოწოდებული სიტყვები მოსწონდათ.

ასოციაციების მნიშვნელობას ამცირებს ის ფაქტიც, რომ მკვეთრად განსხვავებული ინტელექტის მქონე და სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლების მიერ ერთი და იმავე მოვლენაზე შერქმეული სახელები ერთმანეთს ემთხვევა.

საბოოლოოდ სახელდების პრობლემა, ჩემი აზრით, მაინც გადაუჭრელად რჩება. ზუსტად არავინ იცის რატომ შეარჩია სახელმდებელმა ბგერების ასეთი განლაგება და არა სხვაგვარი, თუმცა აშკარაა, რომ მისთვის სულერთი არ იყო როგორ სახელს მოარგებდა კონკრეტულ შნაარსს.

ამაში რომ დარწმუნდეთ, შეგიძლიათ თავად სცადოთ რაიმე შინაარსისთვის ახალი სახელის დარქმევა. თვენ ჯერ ცნობიერება მოგაწვდით რამდენიმე ძირითად ბგერას, მალევე გამოიკვეთება ფონური ბგერებიც და ისევ ცნობიერება მისცემს ფორმას. ამის შემდეგ იწყება შინაარსისის და სახელის ერთმანეთზე მოქმედება, მათი შესიტყვების შემდეგ კი ხდება აზრდება.

ამ პროცასთან  დაკავშირებით დიმიტრი უზნაძე წერს: ,,...სიტყვასა და მნიშვნელობას განწყობა აშუალებს, მათ გაერთიანებას, მათ სინთეზს განწყობა უდევს საფუძვლად“.
საბოლოოდ კითხვაზე ,,რატო ჰქვია რამეს ,,რამე“?“  ამომწურავი პასუხი ვერ გავეცით, თუმცა დავრწმუნდით, რომ ვინც დაარქვა არცისე ცოტა უშრომია.

                                                                 სკარპოლოგია

ცნობილია, რომ ყოველ ადამიანს სიარულის თავისებური მანერა აქვს, რომლის შეცვლა თითქმისშეუძლებელია. ამ მოძრაობებეს მართავს თავის ტვინის შესაბამისი ნაწილი, რომელშიც ანალიზატორი არმონაწილეობს...

თურმე კონკრეტული ადამიანის ფსიქიკის ინდივიდუალური თვისებები ზეგავლენას ახდენს სიარულისმანერაზე. თუკი ცნობიერება ჩართულია, მაშინ იგი ფეხის მოძრაობას გააკონტროლებს (ფრთხილად, ჩქარა).მაგრამ ეს კონტროლი ხანმოკლეა და მერე სიარული კვლავ ავტომატური ხდება. სწორედ ეს ავტომატიზმიარის პიროვნების ლაკმუსის ქაღალდი. გამოცდილი ფსიოლოგი ზუსტად გაარკვევს, თუ რას წარმოადგენსყოველი ჩვენგანი გარეგნობის, მეტყველების, მიმიკის, ჟესტებისა და განსაკუთრებით,  სიარულის მანერისმიხედვით. ეს უკანასკნელი კი ყველაზე კარგად ფეხსაცმელზე აისახება, ანუ როგორ ცვდება ფეხსაცმლისლანჩა. შვეიცარიელი პროფესორი დიდხანს სწავლობდა შესაკეთებლად მოტანილ ფეხსაცმელებს დაპარალელურად აკვირდებოდა კლიენტებს. თავის მეთოდს მეცნიერმა სკარპოლოგია უწოდა. აი, რადაადგინა მეცნიერმა:

–ქუსლი თუ ერთნაირად არის გაცვეთილი , მისი პატრონი ენერგიული და გაწონასწორებული ადამიანია.

–თუ ქუსლი გარეთა მხრიდან არის გაცვეთილი, მისი პატრონი პირდაპირი და გაბედულია, რომელიცნებისმიერ გარემოში ადვილად ერკვევა.

–შიდა მხრიდან  გაცვეთილი ლანჩა ხშირად ფიზიკურად სუსტ ადამიანებს აქვთ, სამაგიეროდ, ისინი ნიჭითგამოირჩეიან. ასეთი ადამიანი თავისი აზრებით არის გართული და სხვას ყურადღებას არა აქცევს.

–ცერის ქვეშ გახვრეტილი ლანჩა მტკიცე ზასიათის მიმანიშნებელია. ასეთი ფეხსაცმლის პატრონიკონკრეტულ მიზანს ისახავს და მისი შესრულებისათვის ყველა დაბრკოლებას გადალახავს.იგი ძალიანმკაცრია ირგვლივმყოფთათვის.

–ფეხსაცმლის ლანჩა თუ შუაში და ქუსლის შიგნითა მხარეს გაცვდა, მის პატრონს დამყოლი ხასიათი აქვს,ადვილად ხვდება სხვისი გავლენის ქვეშ, ითვალისწინებს სხვის რჩევებს და კეთილისმსურველია.

–ფეხსაცმლის ძირის ცხვირი და ქუსლი გარედან თუ გაცვდა, მისი პატრონი სკეპტიკოსი და მეოცნებეა,მოწესრიგებული და რიგითი მუშაკია, იგი უპრობლემოდ ცხოვრობს და არ სურს არავითარიპასუხისმგებლობა.

სკარპოლოგიის მეშვეობით ადვილად შეიცნობთ უცნობ ადამინს. იგი დაგეხმარებათ თქვენი ,,რჩეულის“პოვნაში, რადგან ყველა ცდილობს საკუთარი თავი უკეთესად წარმოაჩინოს და დაფაროს უარყოფითიმხარეები.


No comments:

Post a Comment